არსენ ვენგერი კიდევ ერთ დიდ ტრანსფერს გვპირდება!
როგორც წესი შეთანხმებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას უფრო მეტია ვიდრე დასაწყისში, თუმცა არსენ ვენგერმა აგვისტოს პირველ რიცხვებშივე გაიფორმა სამი ახალი ფეხბურთელი და მას შემდეგ დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა.
ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში ალექსის სანჩესი, მეტიუ დებუჩი და კალუმ ჩამბერსი მოიყვანა.
როგორც ჩანს ვენგერისთვის ეს საკმარისი არაა და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს.
კრისტალ პალასის მატჩის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ვენგერმა აღნიშნა, რომ 31 აგვისტოს დასრულებამდე კიდევ ერთ დიდ ტრანსფერს შემოგვთავაზებს.
“ჩემთვის დიდი ტრანსფერის გაკეთეა, ნიშნავს კარგი ფეხბურთელის ყიდვას. თქვენთვის ეს ყველაფერი იმით იზომება, თუ რამდენად ძვირი უჯდება კლუბს ფეხბურთელის ყიდვა.”
“ზოგჯერ ეს ორივე ერთად ხდება, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთერთი.”
ტიერი ანრი, პატრიკ ვიერია, ლიუნბერგი და სხვები სწორედ ვენგერის ფილოსოფიის დადასტურებად შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა ვნახოთ რას შემოგვთავაზებს უახლოეს კვირებში ფრანგი სპეციალისტი.
არსენალთან რამდენიმე წამყვან მოთამაშეს აკავშირებენ.