17-წლამდე ნაკრები დანიასთან სპარინგისთვის ემზადება
დღეს, საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა (1998 წელს დაბადებულები). გოჩა ტყებუჩავას გუნდი სასტუმრო „ბატესტაში“ შეიკრიბა და ყოველდღიურ ვარჯიშებს კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჩაატარებენ.
26 და 28 აგვისტოს, 17-წლამდელები დანიელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. დანიელები საქართველოში სფფ-ის მოწვევით და ურთიერთშეთანხმებით ჩამოდიან. მატჩები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და 17:30 წუთზე დაიწყება.
მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის, გოჩა ტყებუჩავამ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა სანიკიძე (ორივე „საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ნიკა ლოჩოშვილი, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ირაკლი ბუღაძე, ომარ ბულუხაძე (ორივე „საბურთალო“)
ნახევარმცველები: ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლუკა ფოჩხუა, ლუკა ჯამარაული, აკაკი ყურაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), გაგა კუხიანიძე („საბურთალო“)
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), ერეკლე მალაზონია („მერცხალი“, ოზურგეთი)
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-31 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება და ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესტონეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრები გუნდები იქნებიან.
26 და 28 აგვისტოს, საქართველოსა და დანიის 17-წლამდე ნაკრებების ამხანაგურ მატჩებზე დასწრება კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სფფ-ის პრესსამსახური