დღის 5 სატრანსფერო ჭორი
სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უალოვდება, თუმცა ხმები სავარაუდო ტრანსფერების შესახებ კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს.
ლივერპულს ბალოტელი სურს
იტალიური პრესის ცნობით “ლივერპულმა” მარიო ბალოტელის გადაბირება გადაწვიტა და “მილანთან” მოლაპარაკებებიც წამოიწყო. წითლები მზად არიან ფორვარდში 22 მილიონი ევრო გადაიხადონ.
სიტი იოვეტიჩის განათხოვრებაზე ფიქრობს
“მანჩესტერ სიტი” მზად არის სტევან იოვეტიჩის განათხოვრების შესაძლებლობა განიხილოს. სატრასნფერო ფანჯრის დაწყებამდე ინგლისური კლუბის მესვეურები ფეხბურთელის გაყიდვასაც აპირებდნენ, თუმცა სათანადო წინადედება არ მიუღიათ.
ბენფიკა ლუიზაოში 4 მილიონს ითხოვს
“იუვენტუსი” “ბენფიკადან” ლუიზაოს გადაბირებას ცდილობს. პორტუგალიური კლუბი მცველში 4 მილიონს ითხოვს, თუმცა ტურინელები მხოლოდ ამ ფასის ნახევარს იხდიან. მხარეები შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ, მაგრამ “იუვეს” მწვრთნელი მასიმილიანო ალგერი თვლის, რომ ლუიზაოს გადაბირება კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
რაბიო არსენალში გადავა
“არენალი” და “პსჟ” ადრიან რაბიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ლონდონელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 6 მილიონ ევროს გადაიხდიან. “არსენალის” გარდა რაბიოს გადაბირება “ჩელსის” და “იუვენტუსს” სურდათ.
ბენატია ბაიერნს შეუთანხმდა
ფრანგული პრესის ცნობით “რომას” მცველი მეჰდი ბენატია მიუნხენის “ბაიერნს” წინადადებას დასთანხმდა. ფეხბურთელის აგენტის მეშვეობით პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია და ტრანსფერი კლუბების დონეზე წყდება.