23 აგვისტო დინამოს ისტორიაში
შაბათს 23 აგვისტოს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს სკ ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
23 აგვისტოს დინამომ თავის ისტორიაში 13 ოფიციალური მატჩი გამართა. 9 გამარჯვება თბილისელებს დარჩათ. ერთხელ ვითამაშეთ ფრე და სამჯერ დავმარცხდით. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 27/18 დინამოს სასარგებლოდ.
1948 წელს პანიუკოვის და მახარაძის გოლებით დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვი დაამარცხა 2:0. ორი წლის შემდეგ მოსკოვის ლოკომოტივს ვაჯობეთ 2:1. გოლები მახარაძემ და ჯოჯუამ გაიტანეს. 1959 წელს თბილისელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტალინოს შახტიორს. იამანიძე, მელაშვილი, გაგნიძე და კალოევი გახდნენ შედეგიანი დარტყმების ავტორები. 1964 წელს გორკის ვოლგასთან უგოლოდ დასრულდა მატჩი. მომდევნო წელს დინამომ დათუნაშვილის და ხუციშვილის გოლებით 2:1 აჯობა მოსკოვის ლოკომოტივს. 1967 წელს ოდესის ჩერნომორეცმა 2:0 მოუგო ჩვენს გუნდს. 1971 წელს ტაშკენტის პახტაკორმა 5:1 აჯობა დინამოს. ერთადერთი გოლი ხურცილავას ანგარიშზეა. 1979 წელს დინამომ ბაქოს ნეფთჩის მოუგო 2:1. მანუჩარ მაჩაიძემ და ჩივაძემ გაიტანეს გოლები.
1994 წელს დინამო თბილისმა უეფას თასის პირველ ეტაპზე რუმინულ უნივერსიტატეას ყაველაშვილის და ქინქლაძის გოლებით 2:1 აჯობა. 2001 წელს კი უეფას გათამაშების იმავე სტადიაზე დინამო ოთხი უპასუხო ბურთით ბელარუსის ბატესთან დამარცხდა.
1993 წელს დინამომ 6:1 მოუგო გურჯაანის ერქვანს. შოთა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. ქინქლაძემ დუბლი გაიფორმა და ერთი გოლიც ნემსაძემ გაიტანა. 1997 წელს თბილისელებმა ზესტაფონის მარგვეთს აჯობეს 5:2. მუჯირისა და გოგობერიშვილის ორ-ორ გოლს ერთიც კიკნაძემ მიამატა. 2003 წელს ბობოხიძის ზუსტი დარტყმით, დინამომ თბილისურ დერბიში ლოკომოტივი დაამარცხა 1:0.
FCDinamo.GE