პირველი ინტერვიუ როხოსთან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “მანჩესტერ იუნაიტედში”. როგორი გრძნობაა იყოთ აქ და იყოთ ამ კლუბის შენაძენი ?
მადლობა ძალიან დიდი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემს კარიერაში, რადგან შევუერთდი მსოფლიოში ყველაზე დიდ გუნდს.
რა იცით ამ კლუბის შესახებ, ისტორია, ფეხბურთელები ?
ძალიან ბევრი ვიცი, რადგან ყოველთვის ვადევნებ თვალს პრემიერ ლიგას და “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო ყოველთვის ჩემი ფავორიტი გუნდი, რადგან ეს გუნდი არის უდიდესი და საუკეთესო.
იყო ძალიან ბევრი საუბარი და სპეკულაციები თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორი იყო ბოლო დღეები თქვენთვის ?
ამან დიდ ხანს გასტანა, რომ ყველაფერი დალაგებულიყო, რადგან ეს ტრანსფერი იყო ძალიან რთული, თუმცა ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ უკვე აქ ვარ “მანჩესტერ იუნაიტედში”.
რას გრძნობდით, როდესაც პირველად გაიგეთ, რომ ლუი ვან გაალს უნდოდა თქვენი გადმოყვანა ?
ეს დაუჯერებელი იყო. ჩვენ ვითამაშეთ მისი გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე და ისინი მშვენივრად გამოიყურებოდნენ. როდესაც გავიგე, რომ მას უნდოდა ჩემი აქ მოყვანა, ვიყავი ძალიან გახარებული, ასევე ამაყი და აღფრთოვანებული, რომ მომეცა ასეთი შანსი.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე კარგი თვისება, როგორც ფეხბურთელი ?
ყოველთვის ვაკეთებ ყველაფერს, რადგან მე მაქვს თამაში და ამიტომ ვტოვებ ყველაფერს მოედანზე. ვთამაშობ თითოეულ თამაშს, ისე როგორც შეიძლება ეს იყოს ბოლო. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი რამ ჩემს ფილოსოფიაში.
რას ფიქრობთ, რის მიღწევას შეძლებთ აქ, როგორც გუნდთან ერთად, ასევე პირადად ?
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის გავაგრძელო ზრდა და ასევე გავიუმჯობესო თამაშის დონე. მე ვმუშაობდი ძალიან დიდი ხანი ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოვხვდარიყავი უდიდეს კლუბში და მინდა ტიტულების მოგება.
ბოლოს, აქ არიან ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საუბრობენ ესპანურად, ასე რომ ამას შეუძლია დაგეხმაროთ ადაპტაციაში და ადვილად გაიცნოთ გარშემომყოფები…
აბსოლიტურად, მე ვაპირებ ცხოვრებას ამ ქვეყანაში და ზუსტად ეს დამეხმარება ადაპტაციაში, ისე სწრაფად, როგორც ეს იქნება შესაძლებელი.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/