ტურის ცენტრი ზესტაფონშია
უმაღლესი ლიგის მესამე ტურის მატჩების დიდი ნაწილი კვირას გაიმართება, თუმცა ცენტრალურ შეხვედრას შაბათს ზესტაფონი უმასპინძლებს.
23/08/14
ზესტაფონი – დინამო თბილისი
ზესტაფონი “დავით აბაშიძე”, 18:00
ზესტაფონში ადგილობრივი კლუბი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “დინამო თბილისს” მიიღებს. გასულ ტურში გუნდებმა განსხვავებული შედეგები აჩვენეს. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის “სიონს” მინიმალურად სძლიეს, ხოლო “ზესტაფონი” სტუმრად “ჩიხურასთან” დამარცხდა.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ რამდენიმე დღით ადრე “ზესტაფონში” საკადრო ცვლილებებიც მოხდა. იმერული კლუბი კაპიტანმა ღონღაძემ დატოვა, რომელიც კარიერას “ჩიხურაში” გააგრძელებს.
ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში უპირატესობა თბილისელებს აქვთ. დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 33-ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს.
დილა – დინამო ბათუმი
გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 17:00
ტურის პირველი შეხვედრა გორში გაიმართება, სადაც ადგილობრივ “დილას” ბათუმის “დინამო” ესტუმრება.
გორელები მიმდიანრე ჩემპიონატში ჯერჯერობით წაგების გარეშე ასპარეზობენ. “სპარტაკის” დამარცხების შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა “დილამ” ქუთაისიდან ქულის წამოღება შესძლო.
ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს ბათუმელებმა, თუმცა მეორე ტურში “დინამომ” უმნიშვნელოვანეს ზღვისპირულ დერბიში “კოლხეთი” დაამარცხა და მესამე ტურის მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
24/08/14
სიონი – სამტრედია
თბილისი, “მიხეილ მესხი”, 17:00
საშინაოდ ქცეულ “მიხეილ მესხზე” ბოლნისის “სიონი” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ “სამტრედიას” მიიღებს.
მესამე ტურის შეხვედრას ორივე გუნდი აქტივში სამი ქულით ხვდება. თუ ბოლნისელებმა გამარჯვების მოპოვება პირველ მატჩში შესძლეს, სამტრედიელებმა ეს გასული ტურის შეხვედრაში, “ვიტ ჯორჯიასტან” მოახერხეს.
“სიონიც” და “სამტრედიაც” მიმდინარე სეზონში მაღალი ადგილებისთვის აპირებენ ბრძოლას, რაც მათი შემადგენლობიდან გამომდინარე საკმაოდ რეალურიც არის. ამიტომ, მესხზე საინტერესო მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
შუქურა – ჩიხურა
ქობულეთი, “ჩელე არენა”, 17:00
სასტარტო ორ ტურში დაუმარცხებელი “შუქურა” საკუთარ მოედანზე “ჩიხურას” მიიღებს.
სამქულიანი სტარტის შემდეგ მეორე ტურში ქობულეთელებმა ლანჩხუთში უგოლო ფრე ითამაშეს და საკუთარ აქტივში უკვე ოთხი ქულა აქვთ. თუმცა მესამე ტურში მეტოქეც წინა ორ გუნდზე გაცილებით ძლიერია. მიუხედავად ლიდერების წასვლისა, “ჩიხურა” მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება.
მეტალურგი – გურია
რუსთავი, “ფოლადი”, 17:00
ჩემპიონატის ყველაზე “მოუმზადებელი” გუნდები ერთმანეთს რუსთავში დაუპირისპირდებიან. “მეტალრუგმაც” და “გურიამაც” უმაღლესი ლიგისთვის მზადება საკმაოდ გვიან დაიწყეს.
“მეტალურგი” გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, “გურიაში” კი საკადრო ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა. ლანჩხუთელებს აშკარად აქვთ შეთამაშების პრობლემა, რაც მათ შედეგებზეც აისახება.
კოლხეთი – ზუგდიდი
ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:00
“კოლხეთმა” და “ზუგდიდმა” პირველ ორ ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. ეგ კი არა, ფოთელებმა ორივე შეხვედრა წააგეს. არადა “კოლხებს” შემადნგელობაც საკმოად ნორმალური ჰყავთ და სრულფასოვანი შეკრებაც გაიარეს, რასაც “ზუგდიდზე” ვერ ვიტყვით. მუმლაძის შეგირდები ჩემპიონატი დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიკრიბნენ.
მერანი – ტორპედო
სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”, 17:00
ტურში ნეიტრალურ მოედანზე გასამრთი კიდევ ერთი შეხვედრა “მერანი” – “ტორპედო” იქნება. მარტვილელები ქუთათურებს სამტრედიაში უმასპინძლებენ.
ჩემპიონატჩი ორივე მატჩის წაგების შემდეგ ლობასის შეგირდებმა თასის შეხვედრაში “საპოვნელა” დაამარცხეს და მნიშვნელოვანი თამაშის წინ ხასიათი ოდნავ გამოისწორეს.
მეტოქისგან განხვავებით ჯერჯერობთ წაუგებლად ასპარეზობს “ტორპედო” ჩემპიონატის სასტარტო ორ ტურში მოპოვებული 4 ქულის შემდეგ ძოძუაშვილის შეგირდებმა სათასო დაპირისპირებაშიც იყოჩაღეს და ხარაგაულის “ჩხერიმელას” სძლიეს.
ვიტ ჯორჯია – სპარტაკი
მცხეთა, “მცხეთა პარკი”, 17:00
მცხეთაში “ვიტ ჯორჯია” ცხინვალის “სპარტაკს” მიიღებს. მესამე ტურის წინ ორივე გუნდს აქტივში სამი ქულა აქვს. საინტერესოა ის გარემოება, რომ “ვიტ ჯორჯიამაც” და “სპარტაკმაც” გამარჯვებები მარტვილის “მერანთან” მოიპოვეს. “ვეტერინერებმა” ეს პირველ ტურში მოახერხეს, ხოლო ცხინვალელებმა – მეორეში.