დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის ხუთ სატრანსფერო ჭორს.
კალუ ვოლფსბურგს უახლოვდება
“ვოლფსბურგი” “ლილის” ფორვარდის, სოლომონ კალუს შეძენასთან ახლოს არის. ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონია, კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს.
40 მილიონი და ჩიჩარიტო ვიდალის სანაცვლოდ
“მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსს” არტურო ვიდალის ტრანსფერზე ახალ წინადადებას გაუკეთებს. მანჩესტერელები მზად არიან ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ და იტალიურ კლუბს ჩიჩარიტოც შესთავაზონ.
რომა დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს
“რომა” დაცვის გაძლიერებას აპირებს. იტალიური კლუბის მესვეურები “ლილის” მცველს, მარკო ბაშას აკვირდებიან და მზად არიან მონტენეგროელ ფეხბურთელში 5 მილიონი გადაიხადონ.
მილანს ბორინის დამატება სურს
“მილანს” “ლივერპულის” ფორვარდის ფაბიო ბორინის იჯარის წესით გადაბირება სურს. მილანური კლუბის გარდა შემტევით “ნაპოლი” ინტერესდება.
ბორინის “სანდერლენდიც” იწვევდა, თუმცა ამ ვარიანტზე თავად ფეხბურთელმა თქვა უარი.
არსენალი კავანით დაინტერესდა
ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონის “არსენალი” მზად არის “პსჟ”-ს ედისონ კავანის სანაცვლოდ 32 მილიონი გირვანქა და ოლივიე ჟირუ შესთავაზოს.