ტური სტუმართა გამარჯვებებით დაიწყო
დღეს, უმაღლესი ლიგის მესამე ტური ორი შეხვედრით გაიხსნა.
გორში ადგილობრივმა “დილამ” ბათუმის “დინამოს” უმაპსინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 45-ე წუთზე ირაკლი ჩირიკაშვილმა გაიტანა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა გამარჯვება თბილისის “დინამომ” იზეიმა. ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე სარდალიშვილის გოლით გახსნეს, თუმცა “დინამომ” პაუნაშვილის ძალისხმევით ზუსტად ერთ წუთში გაათანაბრა.
“ზესტაფონი” კიდევ ერთხელ 52-ე წუთზე ჯაბა დვალის ულამაზესი გოლით დაწიუნაურდა და მატჩის ბოლო წუთებამდეც იგებდა. მაგრამ, 86-ე და 88-ე წუთებზე ირაკლი ძარიას დუბლმა “დინამოს” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.
ხვალ ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება:
შუქურა – ჩიხურა
კოლხეთი – ზუგდიდი
მერანი – ტორპედო
სიონი – სამტრედია
მეტალურგი – გურია
ვიტ ჯორჯია – სპარტაკი