ლიდერობენ ხარები
XXV ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ ერთპიროვნულად დაწინაურდნენ რუსთავის “ხარები”
შაბათ-კვირას ოთხი მატჩი ოთხ ქალაქში გაიმართა. სეზონის გახსნა აღნიშნეს რუსთავში და ფოთშიც, სადაც დროებით დაბინავდა ბათუმი.
ხარებმა წინა სეზონი მერვე ადგილზე დაასრულეს, ახალში კი რუსთავის კლუბი ერთადერთია, ვინც “მინიმუმ სამი ლელოთი მეტით” გამარჯვებისთვის დაწესებული პრემია აიღო.
გაჭიანურებული პაპანაქება თამაშებსაც შეეტყო: იკლო შედეგიანობამ და იმატა დისციპლინის დარღვევამ.
ტურში გავიდა 12 ლელო და აღინუსხა 10 სინბინი.
ანტი-რეკორდი მოხსნა არმიამ: 6 ლელოს გაშვებისა და 41 ქულით წაგების გარდა, 4 ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
მეორედაც ღირსეულად დამარცხდა ახალბედა “თიბიეს უნივერსიტეტი” და 2 სანუგეშო ქულით მეშვიდე ადგილზეა.
მეორე ტური
აია 26:23 უნივერსიტეტი$
3ლ: კიკვაძე რატიაშვილი შალამბერიძე; გ 3ჯ: სინაურიძე სბ მატკავა –
ლ: გოგლიძე; 5ჯ: ჯოგლიძე 4, მჭედლიშვილი; ა: მჭედლიშვილი სბ გოგლიძე
აცდა: 2გ – გ 3ჯ # შეცვლა: 8 / 6
მსაჯი თევზაძე (თბილისი) @ 23/08 ქუთაისი, აია (2 000)
ხარები$ 44:3 არმია
6ლ: წიკლაური თეგეთაშვილი ხელია მღებრიშვილი (4 6) მელიქიძე; 4გ: ხუციშვილი 3, ჭაავა; 2ჯ: ხუციშვილი სბ მღებრიშვილი –
ჯ: ნუცუბიძე სბ ჯინაშვილი ღვინჯილია დარასელია კიზირია
აცდა: 2გ 3ჯ – ჯ # შეცვლა: 8 / 5
მსაჯი ამაშუკელი (თბილისი) @ 23/08 რუსთავი, ახალი (1 000)
ბათუმი 0:20 ლელო სარასენს
– 2ლ: ბუბუტეიშვილი კაჭარავა; 2გ ჯ: ყიასაშვილი; ა: კაჭარავა სბ ლომთაძე კოპაძე
აცდა: ჯ – . # შეცვლა: 9 / 8
მსაჯი გვირჯიშვილი (რუსთავი) @ 24/08 ფოთი, მალთაყვა (100)
ჯიქი$ 0:6 ყოჩები
– 2ჯ: სოხაძე სბ არჩუაშვილი
აცდა: ჯ – ჯ # შეცვლა: 4 / 6
მსაჯი ჩიხლაძე (ქუთაისი) @ 24/08 თბილისი, შევარდენი (700)
Rugby.Ge