19-წლამდელები ლესთერ თაიგერს 19:00 საათზე ეთამაშებიან
25 აგვისტოს კლერმონთან ახლოს მდებარე სამთო კურორტ ბესიში დაახლოებით მოხდა კენჭისყრა, რომლის შედეგად ხვალ, 26 აგვისტოს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისის დროით 19:00 საათზე ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდს ეთამაშება. 21:00 საათზე კი, მასპინძელი კლერმონის 20-წლამდელები მანსთერელ თანატოლებს შეხვდებიან.
19-წლამდე ბორჯღალოსნებისა და ლესთერ თაიგერსის მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ასევე ზემოხსენებულ ფესიბუქის გვერდზეhttps://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion
აკადემიების გამოწვევა – საერთაშორისო ტურნირი
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ბორჯღალოსნები 25 აგვისტოს გაემგზავრნენ კლერმონში, სადაც 26 და 29 აგვისტოს იმართება პირველი საერთაშორისო ტურნირი ადგილობრივიკლერმონის, ირლანდიური მანსთერის, ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები.
საქართველოს 19-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ტურნირი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ კარგ შესაძლებლობად განიხილება. გარდა ამისა, ასაკით უფროს და მაღალი დონის მოწინააღმდეგე გუნდებთან თამაში, უმცროს ბორჯღალოსნებს საერთაშორისო გამოცდილებას შემატებს.
შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ youtube.com და myvideo.ge არხებზე მატჩის გამართვიდან მეორე დღეს შემდეგ ბმულებზე:
https://www.youtube.com/user/georgianrugby
http://www.myvideo.ge/GeorgiaRugbyUnion
Rugby.GE