დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორებს.
ბორიელო პალერმოს უახლოვდება
“რომას” ფორვარდი მარკო ბორიელო დიდი ალბათობით კარიერას “პალერმოში” გააგრძელებს. რომაელები მზად იყვნენ ფეხბურთელი “ჩეზენაში” გაეშვათ, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სწორედ “პალერმოში” სურს.
პერესი ფალკაოს აგენტს შეხვდა
“რეალი” კვლავ ცდილობს “მონაკოდან” რადამელ ფალკაოს გადაბირებას. უცხოური პრესის ცნობით, მონტე-კარლოში ფლორენტინო პერესი კოლუბმიელი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა.
უელბეკი იტალიას არ გამორიცხავს
“მანჩესტერის” ფორვარდსის დენი უელბეკის აგენტი თავისი კლიენტისთვის ახალ კლუბს იტალიაში ეძებს. ფეხბურთელს “ვესტ ჰემიც” იწვევს, თუმცა უელბეკი იტალიური ტოპ-კლუბებს ინტრესს ელის.
სანდერლენდი ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს
სანდერლენის მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. გავრცელებული ხმების მიხედვით “შავი კატები” უელბეკის, ბორინის და სოლომონ კალუს გადაბირებაზე მუშაობენ.
ვალენსია და იუვე ჩიჩარიტოსთვის იბრძვიან
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩიჩარიტოს ტრანსფერთან დაკაშირებით ორი წინადედება მიიღო. მექსიკელი შემტევის ყიდვა “ვალენსიას” და “იუვენტუსს” სურთ.