მსოფლიო ჩემპიონატი უკრაინისა და ხორვატიის მოგებებით დაიწყო
დღეს, ესპანეთში, სტარტი აიღო საკალათბურთ მსოფლიო ჩემპიონატმა. ტურნირი B და C ჯგუფის მატჩებით დაიწყო.
B ჯგუფში ხორვატია ფილიპინების ნაკრებს შეხვდა. მოულოდნელად შეხვედრა ხორვატთა მხოლოდ დამატებით დროში გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა მეტოქეს 3 ქულით – 81:78 აჯობეს.
C ჯგუფში უკრაინის ნაკრები დომინიკის რესპუბლიკის გუნდს შეხვდა და 10 ქულით დაამარცხა. საუკეთესო უკრაინელთა რიგებში ნატურალიზირებული ჯეტერი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა.
რაც შეეხება დომინიკის რესპუბლიკას, მისი რიგებიდან გარსია გამოირჩა, მისმა მონაგარმა 18 ქულა შეადგინა.
უკრაინა – დომინიკის რესპუბლიკა 72:62 (12:13, 15:14, 21:13, 24:22)
უკრაინა: ჯეტერი (16), კრავცოვი (13 ქ. 7 მ.), გლადირი (12 ქ.), კორნიენკო (9 ქ. 7 მ.)
დომინიკის რესპუბლიკა: გარსია (18 ქ. 4 პ.), სოსა (11), ფელდაინი (10 ქ.)