ვან გაალის კომენტარი მორიგი წარუმატებელი მატჩის შემდეგ
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა “ბარნლისთან” ნულოვანი ფრის შემდეგ შეხვედრა შეაფასა. ჰოლანდიელი სპელიასიტის თავკაცობით მანჩესტერელების ჯერჯერობით ვერ იგებენ.
“მეორე ტაიმში უფრო ძლიერები ვიყავით. მომენტები გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თამაშში გარკვეული პროგრესი გვაქვს, თუმცა მთავარი მატჩების მოგებაა. “მანჩესტერ იუნაიტედის” დონის კლუბმა უნდა მოიგოს. შესაძლო 9 ქულიდან მხოლოდ 2 გვაქვს, რაც ძალიან სამწუხაროა” – განაცხადა ვან გაალმა.