დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერეს სატრასნფერო ამბებს.
მილანი სუსოს გადაბირებაზე ფიქრობს
“მილანი” “ლივერპულთან” სუსოს იჯარის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ესპანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2010 წელს “კადისიდან” გადავიდა, თუმცა გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერ შესძლო.
პსჟ-ს ჩეხი მოუნდა
პარიზულ გრანდს “ჩელსიდან” პეტერ ჩეხის გადაბირება სურს. გავრცელებული ინფრომაციით კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ჟოზე მოურინიოს განცხადებით, თუ ჩეხ მეკარეს წასვლა მოუნდება კლუბი მას პრობლემებს არ შეუქმნის.
ბემ არფა ბეშიქთაშში არ წავა
“ნიუკასლის” ნახევარმცველმა ატემ ბენ არფამ თურქულ “ბეშიქთაშში” გადასვლაზე უარი თქვა. მიუხედავად ალან პარდიუსთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობისა, ფეხბურთელმა “ნიუკასლში” დარჩენა გადაწყვიტა.
უელბეკი “ტოტენჰემს” უახლოვდება
“მანჩესტერის” ფორვარდი დანი უელბეკი კარიერას, დიდი ალბათობით, “ტოტენჰემში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ერთწლიან იჯარაზე მოილაპარაკეს, რომლის ფასი 2,5 მილიონი გირვანქა იქნება. ფორვარდის ხელფასს ლონდონური კლუბი გადაიხდის.
ჩიჩარიტო რეალში გადავა
“მანჩესტერ იუნაიტედი” და “რეალი” ჩიჩარიტოს იჯარაზე შეთანხმდნენ. მექსიკელი ფეხბურთელი “იუნაიტედის” ძირითადში ვერ ხვდება და სწორედ ამიტომ სურს კლუბის გამოცვლა.