ჭანტურიას საკითხი გადაწყვეტილია
“ვერონაში” “კლუჟიდან” გადასული გიორგი ჭანტურია კვლავ რუმინულ კლუბს დაუბრუნდა, სადაც იანვარმდე იჯარის წესით ითამაშებს. საუბრები იყო სერია A-ს რომელიმე კლუბში განათხოვრებაზე, თუმცა საბოლოოდ 22 წლის ქართველი შემტევი “კლუჟში” აღმოჩნდა, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარა და 7 მატჩში თავი ერთი გოლით გამოიჩინა.
ცნობილია, რომ იტალიური და რუმინული ვარიანტების გარდა ჭანტურიას ჰოლანდიაშიც შეეძლო კარიერის გაგრძელება.