მონაკოს გულშემატკივრები ფულის დაბრუნებას ითხოვენ
სატრანსფერო ფანჯრის დროს მომხადრი ცვლილებების გამო “მონაკოს” გულშემატკივრები კლუბს დაუპირისპირდნენ. ფანები გუნდის ლიდერების გაშვებას ვერ ეგუებიან. შეგხსენებთ, რომ ხამეს როდრიგესის “რეალში” გადაბარგების შემდეგ სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მონაკო” რადამელ ფალკაომაც დატოვა, რომელიც კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.
გუნდში მომხდარ ცვლილებებს “მონაკოს” გულშემტაკივრები განცხადებით ეხმაურებიან:
“ჩვენ გვიღალატეს. კლუბის დაპირებებს დავუჯერეთ და აბონიმენტებზე ფასების ზრდა არ გავაპროტესტეთ.
ხამესი და ფალკაო “მონაკოს” ნათელი მომავლის გარანტია იყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ისინი გაასხვისა. მოვუწოდებთ ყველა გულშემატკივარს, რომ გაძვირებულ აბონიმენტებში გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვონ.
2012 წელს მოვლენები ანალოგიურად “მილანში” განთვითარდა, როდესაც იტალიურმა კლუბმა იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა გაყიდა. “მილანის” გენერალურმა დირექტორმა ყველა უკმაყოფილო ფანს ბილეთებში გადახდილი ფულის დაბრუნება შესთავაზა. მზად არის “მონაკოს” ხელმძღვანელობა ანალოგიური ნაბიჯისთვის?” – ნათქვამია გულშემატკივრების განცხადებაში.
თავის მხრივ “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა გულშემატკივრების წინაშე ბოდიში მოიხადა.