დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრასნფერო ამბებს.
მასკერანო ნაპოლის სურდა
“ბარსელონას” ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მას “ნაპოლი” იწვევდა. არგენტინელის თქმით, მას რაფა ბენიტესი იწვევდა, თუმცა მასკერანო კარიერის დასრულებას კატალონიურ კლუბში აპირებს.
მილანი დე იონგს გაუხანგრძლივებს
“მილანი” უახლოეს მომავალში ნაიჯელ დე იონგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით ჰოლანდიელი მილანურ კლუბში ყველაფრით კმაყოფილია და ახალი ხელშეკრულების გაფორმებით თავადაც არის დაინტერესებული.
ბარსელონამ გუარინის შეძენაზე უარი განაცხადა
“ბარსელონას” სატრასნფერო ფანჯრის ბოლო საათებში “ინტერიდან” ფრედი გუარინის შეძენის საშუალება ჰქონდა. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა კატალონიურ კლუბს თავად მიმართეს, თუმცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს.
ფიორენტინას აბატე სურდა
“მილანი” და “ფიორენტინა” სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს აბატეს თაობაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. აღნიშნული ტრანსფერი არ შედგა და ფლორენციელებმა დაცვა მიკა რიჩარდსით გააძლიერეს.
ბენფიკას კემპბელის შესაძენად 2 მილიონი არ ეყო
“ბენფიკას” “არსენალიდან” ჟოელ კემპბელის საყიდლად ორი მილიონი დააკლდა. ლისაბონელები 10 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა “არსენალი” ფორვარდში 12 მილიონს ითხოვდა.