დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორებს.
სუსომ მილანის წინადადება მიიღო
“ლივერპულის” ნახევარმცველმა სუსომ “მილანის” წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. ბრიტანული პრესის ცნობით ტრანსფერი იანვარში განხორციელდება.
ნიუკასლი გუტიერესს გაანათხოვრებს
“ნიუკასლი” გამოცდილ არგენტინელ ხონას გუტიერასს გაანათხოვრებს. გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელი, შესაძლოა, ჩემპიონშიპის ერთ-ერთ გუნდში აღმოჩნდეს.
მარიგა პარმას უახლოვდება
ნახევარმცველი მაკდონალდ მარიგა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს “ინტერი” დატოვა კარიერას, სავარაუდოდ, “პარმაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.
პოდოლსკის რეალური წინადადებები არ ჰქონია
“არსენალის” ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ განაცხადა, რომ ლონდუნური კლუბიდან მხოლოდ იმის გამო არ წავიდა, რომ რეალური წინადადება არ მიუღია. პოდოლსკით გერმანული ბუნდესლიგის კლუბებიც კი არ დაინტერესდნენ.
მანჩესტერი პოგბას ტრანსფერისთვის ემზადება
“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთარში “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას გადაბირებას ეცდება. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ტურინელებს 75 მილიონ ევროს შესთავაზებს.