მარკ სტარსმა ლოკომოტივი დაამარცხა
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს ქართული კლუბები ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ. საგურამოში პირველი ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა, თბილისის “ლოკომოტივმა” მეორე ლიგის წარმომადგენელს, “მარკ სტარსს” უმასპინძლა. შეხვდრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ “მარკ სტარსის” გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში მე-13 წუთზე, გრიგალაშვილმა გახსნა. გოლი საკმაოდ ეფექტური გამოდგა. “მარკს სტარის” ფეხბურთელმა მეტოქის კარი პირდაპირ კუთხურიდან დალაშქრა. “ლოკომოტივმა” გათანაბრება 45-ე წუთზე, გავაშელიშვილის ზუსტი 11-მეტრიანით შესძლო. საბოლოო ანგარიში კი 47-ზე გავაკეთაშვილმა, ასევე პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.
შეხვედრის შეფასება “მარკ სტარსის” სპორტულ დირექტორს, ირაკლი ხვედელიანს ვთხოვეთ.
“ჩვენი გუნდი მეორე ლიგის სტარტისთვის აქტიურად ემზადება. სეზონის პირველ ოფიციალური თამაშამდე გუნდმა საკონტროლო შეხვედრები წარმატებით ჩაატარა. ბოლო შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოახერხეს და პირველი ლიგისა და ქართული ფეხბურთის ერთ ერთ გამორჩეულ გუნდთან, თბილისის ლოკომოტივთან საკმაოდ რთული მატჩის მოგება შეძლეს. მარკ სტარსმა დაამარცხა გუნდი, რომლის ძირითად ბირთვსაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც ერთ ერთი საუკეთესო გახლავთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩემს ფეხბურთელებს, ასევე მეტოქე გუნდსაც” – განაცხადა ხვედელიანმა.
საქართველოს მეორე ლიგის გათამაშებაში 8 სექტემბრიდან, “ალგეთთან” გასამართი მატჩით ჩაერთვება.