დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორებს.
იუვენტუსი დანი ალვეშით ინტერესდება
ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონიდან” დანი ალვეშის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს. ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ალვეში “ბარსელონას” დაემშვიდობება.
არსენალი სელტიკის ფეხბურთელს აკვირდება
ლონდონის “არსენალი” სელტიკის მცველს, ვირჯილ ვან დიკს აკვირდება. ბრიტანული პრესის ცნობით “მეთოფეები” ტრანსფერს ზამთარში განახორციელებენ.
მანჩესტერი ჯონსს დაემშვიდობება
ფილ ჯონსის მანჩესტერული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ლუი ვან გაალის აზრით, ფეხბურთელი გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და გამორიცხული არ არის “იუნაიტედმა” მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს.
დეფოს ტორონტოდან წასვლა სურს
ჯერმენ დეფო “ტორონტოდან” წასვლას აპირებს. ფორვარდი ინგლისურ პრემიერლიგაში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა “ლესტერ სიტისთან” და “ეპრ”-სთან გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
ლივერპულს შაქირი სურდა
“ბაიერნის” ნახევარმცველმა ჯერდან შაქირიმ განაცხადა, რომ ზაფხულში “ლივერპულში” გადაბარგების შანსი ჰქონდა. შაქირის თქმით ინგლისური კლუბი მას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაუკავშირდა, თუმცა “ბაიერნმა” შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა.