“შუქურა” – “ტორპედო” 1:0
7 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ამხანაგური მატჩის გასამართად ქობულეთს ეწვია და „ჩელე არენაზე“ ადგილობრივ უმაღლესლიგელ საფეხბურთო კლუბ „შუქურას“(მწვრთნელი – ამირან გოგიტიძე) გაეჯიბრა.
შეხვედრას ტრავმების მიზეზით „ტორპედოდან“ ვალერი აბრამიძე, ვაჟა ტაბატაძე , ალექსი ბენაშვილი და მამუკა ღონღაძე აკლდნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მისი მშობლიური ქალაქის გუნდს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება. ქობულეთურ მატჩში გამარჯვებული ერთადერთმა გოლმა გამოავლინა, რომელიც 28-ე წუთზე, მასპინძელთა რიგებიდან ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის(ამჟამად, იგი „შუქურას“ პრეზიდენტია) ვაჟმაგიორგი ჩელებაძემ დაახლოებით 25 მეტრის მანძილიდან გაიტანა. რასაკვირველია, შანსები ორივე კართან მრავლად იყო, თუმცა უფრო ახლოს ზღვისპირელები იყვნენ ანგარიშის მათ სასარგებლოდ შეცვლასთან. საბოლოოდ, 1:0 მეტოქის სასარგებლოდ.
„შუქურა“:ჯიოევი(კაკალაძე 48), კალანდაძე, ხოჭოლავა(ლობე 46), ბერუაშვილი, გურული(ჩელებაძე 74), კუტალია(ჩალაძე 57), კუხიანიძე(კომახიძე 69), ჩაფიძე, ჩელებაძე(მესხი 61), კომახიძე(ტაკიძე 46), ზ. ტუღუში(მეტრეველი 46).
„ტორპედო“:თებიძე(ბობღიაშვილი 46), მახვილაძე(ელიავა 46), თოდუა, ჩაკვეტაძე(მამასახლისი 67), გიორგაძე(ქებურია 29, დუდუჩავა 73), ბონდარენკო, ჩიკვილაძე(ჩადუნელი 57), დრევალი(გოგიჩაიშვილი 64), ბაბუნაშვილი(ბ. ტუღუში 46), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46, შენგელია 67), კვერნაძე(ფიფია 46).
მსაჯი: ილია ტუღუში(ლანჩხუთი)
FCTorpedo.Ge