WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (202696) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სპარინგი ცხინვალთან ფრედ დასრულდა

თარიღი: სექტემბერი 8, 2014

5 სექტემბერს „დილამ“ საკუთარ სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკის“ წინააღმდეგ სპარინგ-მატჩი გამართა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, სადაც გორელები უფრო აქტიურობდნენ. პირველი გოლიერისთავმა მატჩის მე-14’ წუთზე კვეკვესკირის გადაცემით გაიტანა. ერისთავმა საჯარიმოში მიიღო ბურთი. ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიცილა და ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა – 1:0.

მალევე სტუმრების შეტევა საჯარიმოში წაქცევით დასრულდა. კარიდან გამოსულმა გიორგი სომხიშვილმა მეტოქე წააქცია და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი უჩა ბურძენაძემ უშეცდომოდ შეასრულა – 1:1.

ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. ირაკლი მოდებაძისა და გიორგი ერისთავისდარტყმები ნანიევმა მოიგერია, ხოლო ბიძინა მახარობლიძის დარტყმა სომხიშვილმა აიღო.ნიკა კვეკვესკირიც ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა შორიდან არაზუსტად დაარტყა.

32’-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა მოედნის ცენტრში ბურთი მიიღი და შორიდან ძლიერად ლამაზი ბურთის გატანა მოახერხა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა – 1:2.

ტაიმის მიწურულს ძლიერი წვიმა წამოვიდა და შესვენებაზე გაურკვევლი იყო გაგრძელდებოდა თუ არა თამაში. საბოლოოდ შეხვედრა 15 წუთის დაგვიანებით განახლდა. მინდორი წყლით იყო გაჟღენთილი და ფეხბურთელებს მოედნის გარკვეულ მონაკვეთებზე ბურთის გაგორება უჭირდათ.

51’-ე წუთზე ერისთავმა მეორე მომენტიც გამოიყენა და დუბლის გაფორმება შეძლო – 2:2. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. აღსანიშნავი იყო მოდებაძის დარტყმა, როდესაცერისთავის ჭკვიანური გადაცემა ვერ გამოიყენა და ახლო მანძილიდან მცირედით ააცდინა კარს. ასევე წიქარიძის ახლო მანძილიდან დარტრყმული, რომელიც მცველს მოხვდა. მატჩის ბოლოს კი სტუმრების შორეული დარტყმა სახიფათო გამოდგა, თუმცა ისიც აცდა კარის ჩარჩოს.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ 11 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის V ტურში ლანჩხუთის„გურიას“ უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), ხურცილავა, რაზმაძე, წიქარიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, სეთურიძე, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ზარქუა, ადამაძე, კურმაშვილი, სადაღაშვილი, ფალავანდიშვილი, სილვა, ლომიძე, ბაჩიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„სპარტაკი“: ნანიევი, ცერცვაძე, ქემოკლიძე, მაისაშვილი, ბურძენაძე, მერებაშვილი, თექთურმანიძე, ივანიშვილი, მახარობლიძე, შინდაგორიძე, იოსელიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: გიგაური, ფოცხვერია, მუმლაძე, შენგელია, ქოჩლაძე, ჯიშკარიანი, სეფიაშვილი, ლექვთაძე, კოტრიკაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

 

გოლები: ერისთავი (14’) 1:0, ბურძენაძე (17’ პენ.) 1:1, მერებაშვილი (32’) 1:2, ერისთავი (51’) 2:2.

 

„დილას“ პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები