კარვახალი: “დიეგო კოშტა ყველა გუნდს სურს”
მადრიდის “რეალის” მცველი დანი კარვახალი აცხადებს, რომ დიეგო კოშტა ისეთი ფეხბურთელია, რომელზეც უარს არცერთი გუნდი იტყოდა.
“დიეგო კოშტა ძლიერი ფეხბურთელია. ის კარგად თამაშობს და ჩვენც მისი იმედი გვაქვს. მისი გუნდში ყოლა ნებისმიერ გუნდს სურს”, – ამბობს კარვახალი.
კარვახალმა მაკედონიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზეც ისაუბრა: “ვფიქრობ, ადვილი მატჩი არ გველის. მეტოქე დაცვაზე იფიქრებს, ამიტომ გოლი მატჩის დასაწყისშივე უნდა გავიტანოთ.”