რუნის რეკორდის დამხობა სურს
სერ ბობი ჩარლტონის რეკორდები იმდენად ახლოსაა, რომ უეინ რუნის შეუძლია მათ გადაასწროს.
“უემბლიზე” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც ინგლისის ნაკრებმა ნორვეგიის ნაკრებს სძლია, რუნიმ პენალტი გაიტანა, რის შემდეგაც ინგლისის გოლეადორების სიაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
მისმა 41-ე გოლმა, მისი ბავშვობის კერპი, მაიკლ ოუენის მაჩვენებელი უკან ჩამოიტოვა და მხოლოდ 8 გოლით ჩამორჩება ყველა დროის რეკორდსმენს, ბობი ჩარლტონს.
მისი 249 გოლიანი სარეკორდო მაჩვენებელიც, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორმა, ბობი ჩარლტონმა ფეხბურთელის კარიერაში დაამყარა საფრთხის წინაშეა. რუნის მხოლოდ 32 გოლი აშორებს ამ მაჩვენებლის დამხობამდე.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუნი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, მას საკმაო დრო აქვს ორივე რეკორდის დასამხობად და რუნიც ძალიან მონდომებულია.
“მაიკლს (ოუენს) “სტ. ჯორჯ პარკზე” ვესაუბრე ნორვეგიასთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ და მოხარული სულაც არ იყო”
“მას ბავშვობიდანვე ვადევნებ თვალს, ასე რომ, მისთვის გადასწრება ძალიან მახარებს.”
“განაწყენებული დავრჩები, თუ სერ ბობის რეკორდს ვერ დავამხობ და მასაც ვერ გადავასწრებ. ეს ჩემი მიზანია.”
“მისი ორივე რეკორდი დიდი ხნის განმავლობაში ხელუხლებელია და ბევრი ფეხბურთელი ცდილობდა მის დამხობას.”
“ახლა ორივე მათგანი ხელმისაწვდომ მანძილზეა.”
“ეს არის ის, რისი გაკეთებაც მინდა. ვფიქრობ, შემიძლია გავაკეთო.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/