ქართველი გულშემატკივრების კომენტარი: საქართველო – ირლანდია
ვანო გაბუნია: თემურ ქეცბაია არ არის ყველაფრის მიზეზი. არცერთი ჩვენი ფეხბურთელი ტოპ ლიგაში არ თამაშობს. საქართველოში ფეხბურთი ძირიანადაა შესაცვლელი. რაც შეეხება ქეცბაიას… ის მაშინ უნდა წასულიყო ნაკრებიდან, გოგუაზე, ყენიაზე, კობიაშვილზე და იაშვილაზე რო თქვა უარი. ამ ფეხბურთელებს იმხელა გამოცდილეა ჰქონდათ, რომ ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებზე კარგად იმოქმედებდნენ და ერთიანი, კარგი გუნდი გვეყოლებოდა. საქართველოში ფეხბურთს მეტი ყურადღება და ფინანსები სჭირდება.
თეკლა მჭედლიძე: ყოველ თამაშს იმედით ვხვდებით და დასრულების შემდეგ უდიდესი იმედგაცრუება გვეუფლება. ყველაზე დიდი პრობლემა ქეცბაიას მიერ ამოჩემებული ფეხბურთელებია. რა ლოგიკით თამასობდა გელაშვილი, როდესაც მჭედლიძე ყავდა განაცხადში. რა აზრი ჰქონდა იმ შეკრებას, რომელშიც ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები შეკრიბა, როცა საბოლოოდ არცერთი არ გამოიყენა. აღსანიშნვაია ჯანო ანანიძის გაყვანის მომენტი. შეიძლება არ ბრწყინავდა, მაგრამ შავ სამუსაოს ასრულებდა მოედანზე. თარგამაძე კი დაიკარგა საერთოდ. მთლიანობაში ქეცბაიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომები გუშინდელი მატჩიდან არ დაწყებულა. ვერ გარისკა ამ კაცმა ერთხელ მაინც.
ირაკლი ახობაძე: ქეცბაია უნდა წავიდეს. ვერ მიხვდა აქამდე, რომ ქართველი ფეხბურთელები დაცვითი სტილით ვერ თამაშობენ. გაიხსენეთ ჩვენი ნებისმიერი წარმატება. მხოლოდ და მხოლდო შემტევი ფეხბურთით მივაღწიეთ შედეგს. უნდა შეუტიონ ქარტველებმა. აქვთ თუ არა მაღალი კლასი, მაინც შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
გიო კაციტაძე: როდესაც გყავს სერია ა -ს თავდამსხმელი და თამაშობ საშინაო არენაზე და აგებ,გაგაქვს გოლი და ჩნდება ამბიცია და საკმაოდ მყარი შესაძლებლობები და არ ცვლი ზესტაფონის თავდამსხმელს,რომელმაც პირველ ტაიმში თავი გადადო და დაიღალა.ამას რა ქვია?სიჯიუტე,უცოდინრობა თუ რამე სხვა??? 88-ე წუთზე მჭედლიძის შემოყვანა,დროის გაყვანის ტაკტიკა იყო?მოგების თუ რა??? თუ მოგების,მაშინ საათი გაგიჩერდა ქეცბაია?თუ საერთოდ არ გაქვთ ეგ მოწყობილობა??? ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს,საერთო ჯამში ბრძოლა გვანახეს,მაგრამ მოსაგებად მხოლოდ ბრძოლა არ კმარა… ქეცბაია ამბროსევიჩივით ჩაი გინდა მაინცდამინც დაგილიონ??? წადი რა კაცი არ ხარ გაეცალე,არაფერი არ გამოდის ნაკრებში ხომ ხედავ.
ბექა ლაბაური: ჩემი აზრით ქეცბაიას პირადი პრობლემები აქვს კონკრეტულ ფეხბურთელებთან, უკეთესად შეიძლება გუნდის დაბალანსება და უკეთესი მოთამაშეების დამატება, აქედან გამომდინარე მცირე ეჭვს ტოვებს მისი და მოთამაშეების ერთმანეთისადმი არაკეთილგანწყობის, ამდენი ხნის განმავლობაში ეს შთაბეჭდილება დამრჩა, ბევრჯერ ისეთი ფეხბურთელები არ გამოიძახა რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ, და დღესაც ამ პრობლემას მივაწყდით, მაგალითად შეიძლებოდა დაცვის რეხვიაშვილით გაძლიერება რომელმაც მოგეხსენებათ ევროპა ლიგაზე კარგად დაგვამახსოვრა თავი და მშვენიერ ფორმაშიც იყო არამარტო რეხვიაშვილი. ქეცბაიას აქამდე უნდა ეფიქრა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, და რადგან ეს ვერ მოახერხა უნდა დატოვოს ნაკრები! დღეს რამოდენიმე ფეხბურთელმა მონდომებით ითამაშა და მცირე იმედიც ჩაგვისახა მოგიბისა, მაგრამ დაცვის უყურადღებოდ თამაშმა ყველაფერი წყალში ჩაყარა, უნდა მოვრჩეთ 2 ნომრით თამაშს, მითუმეტეს მაშინ როცა დაცვა არ არის მყარი და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ვფიქრობ ირლანდიას არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი რომ შეუძლებელი ყოფილიყო მათი მოგება ,მათ მოგვიგეს საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების ხარჯზე რაც ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს ცოტა არ იყოს აკლია, არ შემიძლია არ ვთქვა ოქრიაშვილზე ორი სიტყვა ძალიან კარგად ითამაშა მთელი თამაშის განმავლობაში და შესანიშნავი გოლიც გაიტანა, საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელია, და მის კარიერაში პროგრესიც სახეზეა, მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართული ფეხბურთის ქომაგს და წარმატებას ვუსურვებ მას, ასევე ანანიძემაც მშვენივრად ითამაშა მეწყინა რომ ნაადრევად გავიდა მოედნიდან ვფიქრობ მეტიც შეეძლო გაეკეთებინა დარჩენილ დროში, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს და იმედი მაქვს ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.
მამუკა სუდაძე: ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს ქეცბა.გუნდი მოშალა სულ ისეც არ წყვეტენ ვარსკვლავებს მარა ვინც ყავდა ისიც მოიმდურაა. არაა ჩვენი ნაკრები ქეცბაიას საკუთრება .ამას არ გამოუძახა ის არ დაპატიჟა დაბადების დღე აქვს და თავის ნებაა იმას დაპატიჟებს თუ რა გონია საერთოდ. ან რა სტილს ათამაშებს გუნდს თვითონ არ იციან. არაა საქართველოს ნაკრები ეს ,,ანორთოსისი” არც ჩვენ ვართ კვიპროსიდან რო შევეგუოთ ნაკრები როგორ დაზოზინებს შეიძლება გუნდი საფრანგეთთანაც,ესპანეთთანაც.მალტასთან და ლუქსემბურგთთანაც მეორე ნომრად თამაშობდეს?ეხლა არ თქვათ რო ტოპმიოლერზე ან შუშაკზე მაგარი ტრენერია რაავი შუშაკი მესამე თამაშზე გავუშვით ეს ქეცბა რა გახდა ამისთანა
DO NE: “პრობლემა არც მწვრთნელში და არც ფეხბურთელებშია. პრობლემა არის ფედერაციაში, რომელიც არ ცდილობს, რომ სახელფმწიფოსგან მიღებული მილიონები მიზანმიმარტულად ხარჯოს და ფეხბურტის სწორი სტრატეგიით განვითარებას მოახმაროს”
თრნიკე მაჭარაშვილი: “თავიდან დავიწყოთ. ქეცბაია იდეალური ვარიანტი იყო ნაკრებისთვსი და სწორედ ამიტომ მოიყვანეს და გარკვეულწილად გაამართლა კიდეც. ნაკრების დონე ოდნავ ომატებულია, მაგრამ ქეცბაიას ბრალი არაა ის რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურად არ ვარჯიშობენ. ამის გარეშე კია რაფერი არ გამოვა, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო ადამიანი. გამორჩეული მოთამაშეები არიან, მაგრამ ისინი ფიზიკურად სუსტად გამოიყურებიან, რაც ქეცბაიას ბრალი არ უნდა იყოს. ქართულ ფეხბურთში პრობლემა ყველა საფეხურზე გვხვდება, მაგრამ მგონია, რომ ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესების შემთხვევაში ჩვენი თამაშის დონეც აიწევს.