ყოჩებმა სხვაობა გაზარდეს
საქართველოს XXV ჩემპიონატის მეოთხე ტურის შემდეგ ბოლნისის “ყოჩებმა” მდევრები მეტად ჩამოიტოვეს.
ყოჩები მესამე ტურის შედეგად დაწინაურდნენ. ისინი კვირას რომ თამაშობდნენ, მდევრებს მათი დროებით გადასწრება შეეძლოთ, მაგრამ შაბათს ლელოც დამარცხდა და ხარებიც.
ბოლო ორი წლის ჩემპიონი ლელო-სარასენსი მეორე მეოთხედში ჩამორჩა ბოლო ადგილზე მყოფ არმაზს და ვეღარ დაეწია, ხარები კი ბათუმს თუმც მოერივნენ შერკინებით და საჯარიმო ლელოთი გაათანაბრეს ანგარიში, გადამწყვეტი ჯარიმა მაინც აჭარლებმა გაიტანეს.
ყოჩებმა ბოლნისში შესვენებამდე სამჯერ დაალელოვეს ახალბედა თიბიეს-უნივერსიტეტი, მეორე ტაიმში კი სხვაობა გაზარდეს და სეზონში პირველი პრემიაც მიითვალეს. ახლა ლიდერი 5 ქულით უსწრებს მეორე’ადგილოსანს და ერთადერთია, ვისაც ჯერ არ წაუგია.
კვირა საღამოს, ავჭალასა და ქუთაისში, სულ ერთი ლელო დაიდო. ლოკომოტივმა ერთი ჯარიმით ძლია ძველი მეტოქე აია, ჯიქმა კი ლელოთა ანგარიში გახსნა და ერთი ქულით აჯობა ვიცე-ჩემპიონ არმიას.
ლელოიანობა ამ ტურშიც წინას დონეზე დარჩა – 12. სინბინთა რაოდენობა 15-დან 5-მდე დავიდა, მაგრამ ორმა მოთამაშემ წითელი ბარათი დაიმსახურა.
რუსთავისა და ქუთაისის ფანობა რაგბის გუნდებს განსაკუთრებულად რომ ქომაგობს, ტურის ჯამური დასწრებაა 4350, ანუ მატჩზე საშუალოდ 870 მაყურებელი.
მეოთხე ტური >> სრული ოქმები
არმაზი 20:8 ლელო სარასენს
2ლ: სოსელია მინაშვილი; 2გ 2ჯ: ნიკოლავა სბ სოსელია-
ლ ჯ: ყიასაშვილი სბ ცერცვაძე
აცდა: 2ჯ – გ # შეცვლა: 4 / 7
მსაჯი გვირჯიშვილი @ 6/09 შევარდენი (700)
ხარები$ 15:18 ბათუმი
2ლ: გულიტაშვილი [საჯ]; გ ჯ: ხუციშვილი სბ ხელია წბ ესართია –
5ჯ ა: კობახიძე წბ დავითაძე
აცდა: გ ჯ – 2ა # შეცვლა: 6 / 5
მსაჯი ტრაპაიძე @ 6/09 რუსთავი (1 000)
ყოჩები$ 36:13 თიბიეს უნი
5ლ: ხიდეშელი კიკვიძე ხუციშვილი არჩუაშვილი ხარშილაძე; 4გ ჯ: სოხაძე –
ლ: გოგლიძე; გ 2ჯ: ჯოგლიძე
აცდა: გ ა – ჯ # შეცვლა: 8 / 8
მსაჯი თევზაძე @ 7/09 ბოლნისი (150)
ჯიქი 13:12 არმია$
ლ: მამრიკიშვილი; გ 2ჯ: ხარაზიშვილი –
4ჯ: ნუცუბიძე
აცდა: 2ჯ – 2ჯ # შეცვლა: 7 / 7
მსაჯი ჩიხლაძე @ 7/09 ავჭალა (500)
აია$ 6:9 ლოკომოტივი
2ჯ: ჯინჭველაშვილი სბ მატკავა –
3ჯ: წიკლაური სბ დ.ჩიტიძე
აცდა: 3ჯ ა – 3ჯ 2ა # შეცვლა: 6 / 4
მსაჯი ამაშუკელი @ 7/09 ქუთაისი (2 000)
ქულა: 54 თემურ სოხაძე (ყოჩ; 44 რატი ნუცუბიძე (არმ; 43 ბახვა კობახიძე (ბთმ; 42 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 40 ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 26 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ; 24 ირაკლი ყიასაშვილი (ლელ; 22 ბექა წიკლაური (ლოკ; 19 საბა ნიკოლავა (ამზ)
ლელო: 3 თორნიკე გოგლიძე (თბს, ჟორა მღებრიშვილი (ხარ; 2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, თემურ სოხაძე (ყოჩ, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)
“ჩელენჯ თასზე” თბილისის “კავკასიელების” დებიუტის გამო უმაღლეს ლიგაში 3-კვირიანი შესვენება ცხადდება. მომდევნო, მეხუთე ტური 4-5 ოქტომბერსღა გაიმართება. წყვილები იხილეთ განრიგში.
Rugby.Ge