უკლუბოდ დარჩენილ ფეხბურთელთა ნაკრები
სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, თუმცა უკლუბოდ საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი დარჩა.
მეკარე – ვიქტორ ვალდესი – 32 წლის
“ბარსელონაში” გატარებული 12 წლის განამვლობაში ვალდესმა ფაქტობრივად ყველა ტიტულის მოგება შესძლო. გასული სეზონის ბოლოს მან კატალონიური კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ახალი კლუბი დღემდე ვერ მოძებნა. გავრცელებული ინფორმაციით, ვალდესი უახლოეს მომავალში “ლივერპულს” შეუერთდება.
მარჯვენა მცველი – ანტონი რივიერი – 34 წლის
საუკეთესო წლებში ფრანგი “ლიონის” ღირსებას წარმატებით იცავდა. იყო საფრანგეთის ნაკრების წევრიც. გასულ სეზონში რივიერი “ნაპოლიში” ირიცხებოდა, თუმცა მისი იტალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა.
ცენტრალური მცველი – ჯოზეფ იობო – 34 წლის
ზაფხულში მცველი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ასპარეზობდა, რის შემდეგ ნაკრებს და “ფენერბაჰჩესაც” დაემშვიდობა. მოიესის “ევერტონის” ერთ-ერთი ბურჯი დღემდე უკლუბოდ არის.
ცენტრალური მცველი – დიეგო ლუგანო – 33 წლის
მუნდიალის კიდევ ერთი მონაწილე, ურუგვაის ნაკრების კაპიტანი დიეგო ლუგანოც ასევე უკლუბოდაა. “ვესტ ბრომვიჩიდან” წამოსვლის შემდეგ საუბარი იტალიურ კლუბებზე იყო, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
მარცხენა მცველი – ჯორჯ მაკკარტნი – 33 წლის
ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ჩრდილოირლანდიელი მცველი პრემიერლიგაში დიდი გამოცდილები მქონე ფეხბურთელია. საუბრობენ, რომ უახლოეს მომავალში ის ავსტრალიაში გაემგზავრება კარიერის გასაგრძელებლად.
მარჯვენა ნახევარმცველი – ჯერმენ პენანტი – 31 წლის
ახალგაზრდულ ასაკში პერსპექტიულად მიჩნეული ჯერმენ პენანტი უგუდოთა ნაკრების მარჯვენა ფლანგზე ზრუნავს. გასულ სეზონში ვინგერი “სტოკში” ირიცხებოდა. ბოლო დროს ის “მილუოლის” ვარჯიშებზე იქნა შემჩნეული.
საყრდენი ნახევარმცველი – ალუ დიარა – 33 წლის
იმედებს ალუ დიარაზეც იმედებს ამყარებდნენ, თუმცა დიდ კლუბში თამაში მან მაინც ვერ მოახერხა. “ვესტ ჰემიდან” წამოსვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში თამაშის გამოცდიელბის მქონე ნახევარმცველმა ახალი კლუბი ჯერჯერობით ვერ მონახა.
ცენტრალური ნახევარმცველი – ფლორან მალუდა – 34 წლის
უნივერსალური ფლორან მალუდაც უკლუბოდ არის დარჩენილი. “ჩელსიდან” წამოსვლის შემდეგ ფეხბურთელმა ერთი სეზონი თურქეთში ჩაატარა.
მარცხენა ნახევარმცველი – მეთიუ ეთერინგტონი – 33 წლის
პულისის ფორმაციის “სტოკის” ერთ-ერთი საუკეთსო მოთამაშე მარკ ჰიუზთან ცოტას თამაშობდა. ხშირი ტრავმიანობის გამო ვეტერანმა კონკურენციას ვეღარ გაუძლო და უკლუბოდ დარჩა.
შემტევი ნახევარმცველი – სოტირის ნინისი – 24 წლის
სიმბოლური ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე. ცოტა ხნის წინ ნინისი საბერძნეთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა, როდესაც “პარმაში” გადავიდა, თუმცა იტალიაში ვერ გაიხსნა და გასული სეზონი იჯარის წესით სამშობლოში გაატარა.
თავდამსხმელი – ჟონასი – 30 წლის
ბრაზილიელი ფორვარდს სეზონში 10 გოლზე ნაკლები არ გააქვს, თუმცა ნეგროდოს მოსვლის შემდეგ “ვალენსიაში” მისი ადგილი აღარ დარჩა. ჟონასით ინგლისური და პორტუგალიური კლუბები ინტერესდებიან.