ლევან ყენია ტორპედოშია
დიუსელდორფის “ფორტუნადან” წამოსული ლევან ყენია ჯერჯერობით ისევ უგუნდოდ არის. თუმცა, შესაძლოა, ამას მალე ბოლო მოეღოს.
ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში იმყოფება, სადაც ადგილობრივ “ტორპედოსთან” ერთად ვარჯიშობს. 23 წლის ნახევარმცველის ბედი უახლოს მომავალში გადაწყდება.
მოსკოვის “ტორეპდო” რუსულ პრემიერლიგაში წელს დაბრუნდა, თუმცა დამაჯერებლად ჯერ ვერ გამოიყურება. 6 ტურის შემდეგ მოსკოველები მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.