პრევიუ: უმაღლესი ლიგა
სანაკრებო პაუზა დასრულდა და ქართულ სტადიონებზე უმაღლესი ლიგა ბრუნდება. ტური ორ დღეზეა გადანაწილებული და რამდენიმე მართლაც გამორჩეულ შეხვედრას მოიცავს.
კოლხეთი – ჩიხურა
11 სექტემბერი, ლანჩხუთი, 16:00
უმაღლეს ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებას ფოთის “კოლეთი” “ჩიხურასთან” ეცდება. ფოთელები საშინაო მატჩს ტრადიციულად ლანჩხუთში ჩაატარებენ. დაპირისპირებათა ისტორია საჩხერელთა უპირატესობაზე მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ ოთხი შეხვედრიდან “ჩიხურამ” 3-ჯერ მოიგო, ხოლო “კოლხეთმა” – ერთხელ.
11 სექტემბერი, გორი, 16:00
გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” მიიღებს. სტუმრებმა მოსამზადებელი ეტაპის გავლა ვერ მოახერხეს და ჩემპიონატიც ოპტიმალურ ფორმაში არ დაუწყიათ. ასე რომ, სანაკრებო პაუზა თეიმურაზ ლორიას გუნდისთვის კონდიციების გასაუმჯობესებლად კარგი შანსი იყო. ლანჩუხთელებს გამოცდილი ნახევარმცველი, ალექსანდრე კოშკაძე შეუერთდა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს “დილას” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.
გორელებმა ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყეს, თუმცა უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდნენ. ამ შეხვედრას სამსაჯო სკანდალიც მოჰყვა.
11 სექტემბერი, რუსთავი, 16:30
მეხუთე ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრას რუსთავის “ფოლადის” სტადიონი უმასპინძლებს. გათამაშების ყველაზე ახალგაზრდული გუნდების დაპირისპირება ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს.
ჯეროჯერობით ორივე გუნდი დაუმარცხებლად ასპაეზობს, თუმცა “დინამოსგან” განსხვავებით, რომელსაც 100 პროცენტიანი შედეგი აქვს, რუსთაველებმა სამი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულეს.
გასულ სეზონში უმაღლესი ლიგის და საქართველოს თასის მატჩებში “მეტალუგი” და “დინამო” ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. თბილისელებმა გამარჯვება 4-ჯერ იზეიმეს, რუსთაველებმა კი ერთხელ. ერთი მატჩიც ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
12 სექტემბერი, ქობულეთი, 16:00
უმაღლესი ლიგის სტარტზე წარმატებული დებიუტანტი საკუთარ სტადიონზე შარშანდელი გათამაშების მესამეადგილოსანს მიიღებს. სანაკრებო პაუზის დროს ორივე გუნდმა გამართა ამხანაგური შეხვედრები. “სიონი” ეროვნულ ნაკრებსაც კი შეხვდა და ახალი ფეხბურთელიც გამოსცადა. ბოლნისელები ახალგაზრდა ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფელიპე ლიმას აკვირდებიან.
სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ამიტომ, ქობულეთელი გულშემატკივრები დაძაბული ბრძოლის მოლოდინშ უნდა იყვნენ.
“შუქურას” აღნიშნულ მატჩზე ახალი მთავარი მწვრთნელი გაიყვანს. ბესიკ შეროზიას ადგილი ქობულეთურ კლუბში ამირან გოგიტიძემ დაიკავა.
12 სექტემბერი, სამტრედია, 16:00
მეგრული დერბი მარტვილური კლუბისთვის საშინაო ქცეულ სამტრედიის სტადიონე გაიმართება.
“მერანმაც” და “ზუგდიდმაც” ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყეს და სატურნირო ცხრილში მათი მდგომარეობა გასაკვირი სულაც არ არის. მარტვილელებმა პირველი გამარჯვება გასულ ტურში მოიპოვეს. ხოლო “ზუგდიდი” წარმატებული სვლის დაწყებას პარასკევს ეცდება.
12 სექტემბერი, მცხეთა, 16:00
“ვიტ ჯორჯიამ” ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ტურებში ერთი ქულის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა. ბათუმელებმა კი პირიქით – პირველ ტურში “მეტალურგთან” განცხდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე დამკვიდრდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ “დინამო” მცხეთაში ფავორიტის სტატუსით ჩადის. “ვეტერინარები” კი ტრადიციებს არ ღალატობენ და ახალ სეზონშიც წარამტების მიღწევას ახალგაზრდული გუნდით ცდილობს.
12 სექტემბერი, მ.მესხი, 16:00
ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს, სადაც ცხინვალის “სპარტაკს” ქუთაისის “ტორპედო” ეწვევა.
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 18 მატჩი აქვთ ჩატარებული. უპირატესობით ქუთაისელები სარგებლობენ, რომლებმაც 11-ჯერ შესძლეს მეტოქის დამარცხება. “სპარტაკმა” გამარჯვების მოპოვება 4-ჯერ შესძლო, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
12 სექტემბერი, ზესტაფონი, 18:00
ტური ზესტაფონში, იმერული დერბით დასრულდება. ორივე გუნდს მოსალოდნელზე სუსტი სტარტი ჰქონდა და გულშემატკივართა მრავალ კითხვებს პრასუხს ალბათ მეხუთე ტურის შეხვედრა გასცემს.
აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პიდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.