დვალიშვილმა დანიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა (ვიდეო)
12 სექტემბერს დანიის სუპერლიგაში “მიდტიულანმა” საკუთარ მოედანზე ვლადიმერ დვალიშვილის “ოდენსე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ, 2:1 იყო. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად ოთხ წუთში დვალიშვილმა მეტოქის კარში გოლის გატანა შეძლო და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა “ოდენსეს” მისი გოლი არ ეყო. შეხვედრის ბოლო წუთებზე “მიდტიულანმა” კიდევ ერთხელ გაიტანა და სამი ქულაც მოიპოვა.