იტალია: მეორე ტურის პრევიუ
იტალიური ჩემპიონატში მორიგი ტურის დრო დადგა, რომელიც ტრადიციულად რამდენიმე მეტად საინტერესო შეხვედრას გვთავაზობს.
ემპოლი – რომა
იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული “ემპოლი” საკუთარ მოედანზე პირველ შეხვედრას გამართავს და “რომას” უმასპინძლებს.
სასტარტო ტურში განცდილი მარცხის შემდეგ მჭედლიძე და კომპანია ქულათა მარაგის შევსება საშინაო კელდების დახმარებით აპირებენ.
მეტოქისგან განსხვავებით გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორებმა ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყეს. “რომამ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინას” უმასპინძლა და მეტოქე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებიც რომაელთა უპირატესობაზე მიგვითითებს.
იუვენტუსი – უდინეზე
მოქმედი ჩემპიონი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართავს. პირველ ტურში ორივე გუნდმა შესძლო სამი ქულის მოპოვება და ახლა ურთიერთობას ერთმანეთის წინააღმდეგ გაარკვევენ.
გასული სეზონის ორივე მატჩი “იუვენტუსის” გამარჯვებით დასრულდა. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაშიც ფავორიტები სწორედ მასპინძლები არიან. თუმცა ტურინულ კლუბში მომხდარი სამწვრთნელო ცვლილებების გათვალისწინებით უშანსოდ არც “უდინეზეა”.
პარმა – მილანი
პირველი ტურის შემდეგ ცხრილის სათავაში მყოფი “მილანი” პარმას ეწვევა. “ლაციოსთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ინძაგის გუნდს ფერნანდო ტორესიც დაემატა, რაც შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
წარუმატებელი გამოდგა “პარმას” დებიუტი. დონადონის გუნდი სასტარტო ტურში “ჩეზენასთან” გასვლით მატჩში დამარცხა.
გასულ სეზონში აღნიშნული გუნდების შეხვედრები სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. გამარჯვება ორივე შემთხვევაში “პარმას” დარჩა.
ტურის მატჩები და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები:
13/04/15
ემპოლი – რომა
1 X 2
5.45 3.75 1.65
იუვენტუსი – უდინეზე
1 X 2
1.46 4.50 6.50
14/09/14
სამპდორია – ტორინო
1 X 2
2.55 3.15 2.85
ნაპოლი – კიევო
1 X 2
1.40 4.50 8.10
კალიარი – ატალანტა
1 X 2
2.35 3.30 3.00
ფიორენტინა – ჯენოა
1 X 2
1.60 3.80 6.00
ინტერი – სასუოლო
1 X 2
1.53 4.00 6.40
ლაციო – ჩეზენა
1 X 2
1.37 4.70 8.70
პარმა – მილანი
1 X 2
2.80 3.20 2.60
15/09/14
ვერონა – პალერმო
1 X 2
2.20 3.30 3.45