დღის 5 სატრანსფერო ჭორი
ტრადიციულად გთავაზობთ დღის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ამბებს.
ბენფიკა და ჟონასი ვერ თანხმდებიან
“ბენფიკა” და ჟონასი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან. პორტუგალიური პრესის ცნობით ფეხბურთელი “ვალენსიაში” არსებულ პირობებთან შედარებით დაბალ ხელფასზეა თანახმა, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.
რეალი სტროოტმანით ინტერესდება
მადრიდის “რეალი” მზად არის “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად კევინ სტროოტმანის გადაბირებისთვის იბრძოლოს. ტრასნფრის განხორციელება ზამთარშია მოსალოდნელი.
დეფო ტორონტოს დატოვებს
“ტორონტოს” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი კლუბი მზად არის ჯერმენ დეფოს შეელიოს. მისი აზრით ფეხბურთელს “ტორონტოში” თამაში არ სურს და მის გაყიდვას სწორედ ფორვარდის გაყიდვას სწორედ ამიტომ აპირებს.
ინტერი ლავესის განიხილავს
მილანის “ინტერში” “პსჟ”-დან ეზეკილ ლავესის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ. იტალიური კლუბი ფეხბურთელს მხოლოდ იმ სემთხვევაში შეიძენს, თუ ზამთარში “ინტერს” ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის პრეტენზია ექნება.
ელ-ჰადადი არსენალს უახოვდება
“ბარსელონას” ფორვარდი მუნიმ ელ-ჰადადი “არსენალში” გადავა. ლონდონელები ფეხბურთელში 11 მილიონ ევროს გადაიხდიან. “ბარსელონა” ელ-ჰადადის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ აღწევს.