რუნი: “ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ რადამელ ფალკაოს მისი ვარსკვლავი პარტნიორების დახმარებით გუნდისთვის ტიტულების მოპოვება შეუძლია.
რუნი მოუთმენლად ელოდება კოლუმბიელ ფორვარდთან ერთად თამაშს, რომლის დებიუტიც შესაძლოა დღეს “ქპრ”-ს წინააღმდეგ შედგეს.
“ის მსოფლიო დონის ფეხურთელია. მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ როგორ ათამაშებს. მწვრთნელს ვყავართ მე, ფალკაო, ვან პერსი, დი მარია, მატა… მოთამაშეთა შესანიშნავი კრებულია. კლუბის შესაძლებლობების შესანიშნავი გამოვლინებაა და მე მოუთმენლად ველოდები ერთად მუშაობას.”
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის თამაშს ვაკვირდები და იგი გასაოცარი ფეხბურთელია. მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევს – პრემიერ-ლიგის დანარჩენ გუნდებშიც კი. მას სხვა კლუბებშიც შეეძლო წასვლა, მაგრამ ჩვენ აგვირჩია და ეს დიდებულია.”
“ცხადია, გასულ წელს არასაკმარისად კარები ვიყავით ტიტულის მოსაპოვებლად. მაგრამ ახლა შესაფერისი დროა და ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რათა კუთვნილ ადგილს დავუბრუნდეთ – ტიტულების მოპოვებას დავუბრუნდეთ.”
“”იუნაიტედისთვის” მიმზიდველი დრო დგება, საინტერესო დრო დგება. ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თავდაჯერებულნი ვართ.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/