ვინ გადაარჩენს არსენალს? უკლუბოდ დარჩენილი ექვსი მცველი
მატიუ დებიუშის ტრავმამ “არსენალის” დაცის ხაზი პრობლემების წინაშე დააყენა. 29 წლი უკანახაზელი მინიმუმ ორ თვეს იუქმებს.
სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, თუმცა თავისუფალი აგენტები ჯერ კიდევ არიან. გთავაზობთ უკლუბოდ დარჩენილ მცველთა ექვსკაციან სიას, რომლებსაც არსენ ვენგერის პრობლემების მოგვარება შეუძლიათ.
ჯოზეფ იობო
ნიგერიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გასული სეზონის დასრულების შემდეგ “ფენერბაჰჩეს” დაემშვიდობა და ჯერაც უკლუბოდაა.
იობო მრავლის მნახველი ფეხბურთელია. ასზე მეტ საერთაშორისო მატჩთან ერთად მის გამოცდილებაზე პრემიერლიაში ჩატარებული 9 სეზონი მეტყველებს.
დიეგო ლუგანო
უკლუბოდ დარჩენილი ნაკრების კიდევ ერთი კაპიტანი დიეგო ლუგანოა. გასული სეზონსი ურუგვაელმა “ვესტ ბრომვიჩში” გაატარა, თუმცა წელს გუნდი ვეღარ მოძებნა. იობოს მსგავსად ლუგანოს მთავარი კოზირი რა თქმა უნდა უდიდესი გამოცდილებაა.
ოგუჩი ონიევუ
“მილანის”, “სპორტინგის” და “მალაგას” ყოფილი მცველი, ამერიკელი ოგუჩი ონიევუც თავისუფალი აგენტია. ნიჭიერმა მოთამაშემ ტრავმების გამო პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ მოახერხა.
უკანახაზელს დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს, თუმცა ტრავმებისადმი მიდრეკილები, რა თქმა უნდა, დიდი მინუსია. საფრთხის თავიდან აცილების კარგი მექანიზმი კი მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებაა.
ენტონი რევეილერი
2000-იანი წლების “ლიონის” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე “ნაპოლიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ დარჩა. 34 წლის მცველს საფრანგეთის ნაკრებში 20-მდე მატჩი აქვს ჩატარებული.
აბდულაიე ფაიე
სენეგალის ნაკრების ყოფილი მცველი, რომელიც ბოლოს “ჰალ სიტიში” ირიცხებოდა ჩვენი ექვსეულის უკანასკნელი წევრია. გამოცდილ ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერლიგის 9 სეზონია. ფაიე უკვე 36 წლის არის, თუმცა ამ დროს ძლიერი და ახალგაზრდა მოთამაშის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია.