რეალში არშემდგარი ტრანსფერი და წარუმატებელი კარიერა
2008/09 წლების სეზონში “უდინეზეს” შემადგენლობაში ერთი საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელი, გაეტანო დ’აგოსტინო გამოირჩეოდა.
ნახევარმცველმა საკმარისი რაოდენობის გოლებიც გაიტანა და იტალიის ნაკრებშიც მიიღო მიწვევა. იმ დროს დ’აგოსტინოზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. გაეტანოთი რუსული კლუბები, “სპარტაკი” და “რუბინი” ინტერესდებოდნენ, რომლებიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხიდნენ. სერიოზული დაინტერესება “იუვენტუსის” მხრიდანაც იყო.
თუმცა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება დ’აგოსტინომ მადრიდის “რეალიდან” მიიღო. “სამეფო კლუბმა” ნახევარმცველს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. როგორც თავად გაეტანო იხსენებს, მადრიდელები მას ხელფასის სახით წელიწადში 2 მილიონ ევროს პირდებოდნენ. ყველაფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა “უდინეზემ” ბოლო წამს ფასი 25 მილიონამდე გაზარდა და ტრანსფერიც ჩაიშალა.
შემდეგი სეზონი ნახევარმცველმა ჩააგდო და კარიერის გასაგრძელებლად “სიენაში” გაემგზავრა, რის შემდეგაც “პესაკრაში” აღმოჩნდა.
ამჟამად 32 წლის ფეხბურთელი სერია D-ს ბინადარ, “ფიდელის ანდრიას” შემადგენლობაში ირიცხება…