კახი გოგიჩაიშვილი: “გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ”
“დინამო” – “შუქურას” დასრულების შემდეგ მატჩი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახი გოგიჩაიშვილმა შეაფასა.
კახი გოგიჩაიშვილი: “ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ დღევანდელ თამაშში მოგება მნიშვნელოვანი იყო. კარგად ვიცოდით, რომ “შუქურა” ძლირი გუნდია, რაზეც ამ გუნდის შედეგები მეტყველებს. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრისთვის დიდხანს ვემზადებოდით. დავალებები ბოლომდე შესრულდა და ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ.
ჩემპიონატჩი საერთო დონე საკმაოდ თანაბარია და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ბევრ გუნდს შეუძლია. რა თქმა უნდა “დინამოც” მხოლოდ მაღალ მიზნებზე ფიქრობს.
ზურაბ ხიზანიშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის, თუმცა ჩვენს გუნდს ხიზანიშვილი ძალიან გააძიერებს. რუსთავში გამოჩნდა, რომ დაცვაში გარკვეული პრობლემები გვაქვს და ხიზანიშვილის თაობაზე გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღეთ
მიგინეიშვილს ტვინის შერყევის ნიშნები აქვს და მას 7-8 ნაკერის დადება დასჭირდა. ზუსტი ინფორმაცია ხვალ გვექნება”.