ფერდინანდი რუნის შესახებ
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველის, რიო ფერდინანდის ავტობიოგრაფიული წიგნის ახალი გმირი უეინ რუნი გახლავთ.
ფერდინანდი და რუნი ათი წლის განამვლობაში მხარდამხარ გამოდიოდნენ “იუნაიტედის” რიგებში. გასულ წელს კი რიო “ქპრ”-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
თავის ხმაურიან ავტობიოგრაფიულ წინგში რიო ფერდინანდი უეინ რუნისაც შეეხო, რომელიც საწყის წლებში რიოში შიშს იწვევდა.
“უეინი მიმაჩნდა ადამიანად, რომელიც მუდამ რაღაცით უკმაყოფილო იყო. სავარჯიშო ბაზის საზღვრებს გარეთ მუდამ ვიღაცას ეკამათებოდა, განსაკუთრებით ტელეფონით.
“მწყობრიდან მისი გამოყვანა ელემენტარულ წვრილმანებსაც კი შეეძლო. აღელვებისგან მას შეეძლო ტელეფონი მიწაზე დაენარცხებინა. არ ვიცი რა მოხდა მოგვიანებით, მაგრამ დამშვიდდა და ახლა ასეთ რამეს აღარ აკეთებს.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/