დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობით დღის ყველაზე საინტერესო სატრანფერო ჭორებს.
ვენგერს ვანიამა სურს
ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს “საუთჰემპტონიდან” ვიქტორ ვანიამას გადაბირება სურს. ბრიტანული პრესის ცნობით კენიელი ნახევარმცველი ლონდონელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.
იუვენტუსი და ტოტენჰემი ვიტსელით ინტერესდებიან
“იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” “ზენიტიდან” აქსელ ვიტსელის გადაბირებით არიან დაინტერესებულები. რუსულ კლუბში ვიტსელი 2012 წელს 40 მილიონ ევროდ გადავიდა. მოსალოდნელია, რომ “ზენიტი” დაინტერესებულ კლუბს ანალოგიურ თანხას მოსთხოვს.
კასილიასი არსენალს უახლოვდება
მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიას ლონდონის “არსენალში” გადასვლას უახლოვდება. ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ვალენსია სამპდორიას სამი ფეხბურთეით ინტერესდება
“სამპდორიას” სამი მოთამაშე “ვალენსიას” ინტერესთა სფეროში მოხვდნენ. ესპანელები მბა ობიანგს, რობერო სორიანოს და სტეფანო ოკაკა-ჩუკოს აკვირდებიან. ზაფულში “ვალენსია” აზიელმა მაგნატმა, პიტერ ლიმმა შეიძინა, რის შემდეგაც “ღამურები” შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდ თანხებს ხარჯავენ.
ლასანა დიარა არსენალში გადავა
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი ნახევარმცველი ლასანა დიარა, შესაძლოა, “არსენალის” ფეხბურთელი გახდეს. არსენ ვენგერი 29 წლის ფეხბურთელით საყრდენ ზონაში პრობლემების გადაწყვეტას ფიქრობს. ფრანგი ლონდონურ კლუბში 7 წლის წინ ირიცხებოდა, თუმცა ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.