ყენია მეტალურგშიც არ დარჩა
ლევან ყენია კვლავ უგუნდოდ რჩება. დიუსელდორფის “ფორტუნადან” წამოსვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა.
ბოლოს ყენია ჯერ მოსკოვის “ტორპედოში” შემდეგ კი დონეცკის “მეტალურგში” ვარჯიშობდა. უკრაინულ კლუბში ქართველმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა როგორც ჩანს მხარეები ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ.
გამორიცხული არაა, ლევან ყენიამ ზამთრის პაუზამდე საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე გუნდში ითამაშოს.