“პარტიზანი”-“ტოტენჰემი” ფანების სამარცხვინო ბანერი
გუშინ 22:45 წუთზე გაიმართა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, სადაც ერთმანეთს “პარტიზანი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. მატჩი გოლის გარეშე დასრულდა.
თამაშის მსვლელობის დროს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სერბმა გულემატკივრებმა მოედანზე სამარცხვინო, ანტისემიტური ბანერი გამოფინეს.
“კლუბი საქმის კურსში დგას. სიმართლე გითხრათ ბანერი არ მინახავს. ეს უპატივცემულობის გამოვლინება და დიდი სირცხვილია.”-განაცხადა “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მარისიო პოჩეტინომ