ბუნდესლიგა: მეოთხე ტურის პრევიუ
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში რამდენიმე დამაინტრიგებელი მატჩი გველის. “ჰამბურგი” ახალი მწვრთნელით “ბაიერნის” დასახვედრად ემზადება, ხოლო იურგენ კლოპი “დორტმუნდთან” ერთად მშობლიურ კლუბს ესტუმრება.
ჰამბურგი – ბაიერნი
ჩაგდებული სეზონის შემდეგ ჰამბურგში ბუნდესლიგის განახლებას იმედიანად ხვდებოდნენ, თუმცა წარუამტებელი სტარტის შემდეგ კლუბში მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. მირკო სლომკას ნაცვლად “ჰამბურგს” იოზეფ ცინბაუერი გაუძღვება.
ახალ დამრიგებელს პირველივე მატჩში სერიოზული გამოცდა ელის – ჰამბურგს “ბაიერნი” ესტუმრება. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული რთული მატჩის შემდეგ მიუნხენელები საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებიან. გვარდიოლას გარკვეული საკადრო პრობლემებიც აქვთ. ამის ფონზე, მატჩი დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.
მაინცი – დორტმუნდი
წარუმატებელი სტარტის შემდეგ “მაინცმა” გასულ ტურში “ჰერტა” დაამარცხა და მდგომარეობის გამოსოწორება მოახერხა. თუმცა, მეოთხე სათამაშო კვირა მაინცურ კლუბს გაცილებით ძლიერ მეტოქეს შეახვედრებს.
დორტმუნდელები მოახლოებულ შეხვედრას შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. ბუნდესლიგაში კარგი თამაშების სერიას ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებაც მოჰყვა. “ბორუსიას” “მაინცთან” მატჩში გუნდის კაპიტანი, სებასტიან კელი ვერ დაეხმარება.
ვოლფსბურგი – ლევერკუზენი
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის კანიდატების მატჩი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებადაა მონათლული.
მასპიძლები მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებიან. “ვოლფსბრუგს” დისკვალიფიცირებული გილავოგი ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, “მგელბმა” ევროპის ლიგაზე ითამაშეს და განადგურდნენ კიდეც, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომრეობაზეც უნდა აისახოს.
წარუმატებელი იყო “ბაიერის” ევროპული თამაშიც, თუმცა ლევერკუზენელებს აღსადგენად მეტი დრო აქვთ. ტრავმის გამო თითქმის გამორიცხულია ტოპრაკის თამაში.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
19/09/14
ფრაიბურგი – ჰერტა
1 X 2
2.60 3.25 2.75
20/09/14
შალკე – აინრახტი
1 X 2
1.80 3.75 4.20
აუგსბურგი – ვერდერი
1 X 2
1.95 3.50 3.80
შტუტგარტი – ჰოფენჰაიმი
1 X 2
2.60 3.40 2.70
ჰამბურგი – ბაიერნი
1 X 2
10.00 5.50 1.31
პადერბორნი – ჰანოვერი
1 X 2
2.80 3.25 2.55
მაინცი – დორტმუნდი
1 X 2
5.50 4.00 1.65
21/09/14
ვოლფსბურგი – ბაიერი
1 X 2
2.75 3.40 2.50
კიოლნი – გლადბახი
1 X 2
2.70 3.25 2.60