“მილანი”-“იუვეს” მატჩს რიცოლი განსჯის
ცნობილია იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც ”იუვენტუსისა” და ”მილანის” მატჩს განსჯის 20 სექტემბერს. სერია ა-ს მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ნიკოლა რიცოლი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ 42 წლის იტალიელი არბიტრი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უძღვებოდა.
რიცოლიმ ერთხელ უკვე იმსაჯა “მილანისა” და “იუვენტუსის” მატჩი 2012 წლის სეზონში, რომელიც 1-0 მილანელთა სასარგებლოდ დასრულდა