მოურინიო შოკირებულია
ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა მისთვის შოკი იყო.
“სტეფორდ ბრიჯზე” გატარებული 13 სეზონის შემდეგ, ლამპარდმა ზაფხულში გუნდი დატოვა. ფრანკმა “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა, შემდეგ კი იჯარის წესით “სიტის” შეუერთდა.
დიდი ალბათობით 36 წლის ნახევარმცველი პარასკევს, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს და მოურინიოს “სიურპრიზს” გაუკეთებს. თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელი ლამპარდის არჩევანს პატივს სცემს.
“მაშინაც არ დავიჯერებდი მის წასვლას, თუ ვინმე ამას 5 წლის წინ მეტყოდა. მე არ ველოდი, რომ “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლის შემდეგ, იგი იჯარით “სიტიში” გადავიდოდა.”
“მიუხედავად ამისა, ეს არის მისი ცხოვრება. ფრენკის გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ.”-განაცხადა მოურინიომ