მანჯუკიჩმა ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა
მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა, სამშაბათს, ოლიმპიაკოსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცხვირი გაიტეხა, დღეს კი ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა და შეიძლება, მომდევნო 10 დღის განმავლობაში ნიღბით ითამაშოს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მანჯუკიჩი, ცხვირის გატეხვის გამო 2 კვირას გამოტოვებდა, ახლა კი შესაძლოა მოედანზე დამცავი ნიღბით მოგვევლინოს.
28 წლის ფეხბურთელმა, სამკურნალო დაწესებულება უკვე დატოვა.