დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუვენტუსი გაუდინოთი ინტერესდება
“იუვენტუსი” მიუნხენის “ბაიერნის” 17 წლის ნახევარმცველის, ჯანლუკა გაუდინოს ყიდვას აპირებს. ახალგაზრდა მოთამაშეს კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება და ტურინელებიც ამის გამოყენებას აპირებენ.
ბენ არფა ბრუნდება?
“ჰალ სიტიში” განათხოვრებული ჰატემ ბენ არფა, შესაძლოა, “ნიუკასლში” დაბრუნდეს. ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ალან პარდიო დატოვებს.
სუსო მილანში გადავა
“ლივერპულის” ნახევეარმცველი სუსო კარიერას “მილანში” გააგრელებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. ტრანსფერი, დიდი ალბათობით, ზამთარში განხორციელდება.
ჰუნტელაარს ლონდონში სურს
“შალკეს” ფორვარდი კლაას იან ჰუნტელაარი, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს. ჰოლანდიელის გადაბირებით “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” ინტერესდებიან. თავად ფეხბურთელი უპირატესობას ლონდონურ კლუბებს ანიჭებს.
ისკოს ინგლისური ვარიანტები
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო “ლივერპულის” და “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით ორივე კლუბმა მოლაპარაკებები უკვე წამოიყო.