ინგლისი: მეხუთე ტურის პრევიუ
ტრადიციულად ინგლისური ტური ბევრ საინტერესო შეხვედრას გვთავაზობს, თუმცა ცენტრალურ მატჩს მანჩესტერი უმასპინძლებს.
ასტონ ვილა – არსენალი
მიუხედავად ცუდი პროგნოზებისა, “ასტონ ვილამ” ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყო. სასტარტო ოთხ ტურში ბირმინგემელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და მეხუთე კვირის წინ მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა, “ვილა” “არსენალს” ფავორიტის სტატუსში არ ხვდება. ლონდონელები დორტმუნდში განცდილი მარცხის შემდეგ მოედანზე ორმაგად მოტივირებულები გავლენ. ამავე დროს, ცხადა, რომ მასპინძლებს აქვთ “მეთოფეების” კონტრშეტევაზე გამოჭერის რესურსი. ბირმინგემელებს ამ სეზონში ოთხი გოლის გასატანად მხოლოდ ექვსი დარტყმა დასჭირდათ.
ვესტ ჰემი – ლივერპული
“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება “ლუდოგორეცთან” მოპოვებული რთული გამარჯვებით იზეიმა. თუმცა, აღსანიშნავია რომ ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ “წითლებმა” მოახერხეს პირველ ევროპულ ტურში სამი ქულის მოპოვება. ბრენდან როჯერსის გუნდი საშინაო ასპარეზზეც ვერ არის დამაჯერებელი, მაგრამ ლონდონში მათ სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ. “ვეს ჰემი” წელს საშინაო ასპარეზზე ძალიან ცუდად გამოიყურება. სემ ელარდაისის შეგირდებმი ქულებს მხოლოდ გასვლით მატჩებში აგროვებენ.
მანჩესტერ სიტი – ჩელსი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას კვირს “ეტიჰადი” უმასპინძლებს, სადაც “მანჩესტერ სიტის” ლონდონის “ჩელსი” ესტუმრება. შეხვედრის მთავარი ინტრიგა რა თქმა უნდა ფრენკ ლამპარდის თამაშია. პელეგრინის სურვილის შემთხვევაში “ჩელსის” ყოფილ კაპიტანს ლონდონური კლუბის წინააღმდეგ თამაშის შეეძლება.
ორივე გუნდმა მოახლოებული ტურის წინ ჩემპიონთა ლიგაში გერმანული გუნდების წინააღმდეგ იასპარეზეს. გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა ვერ შესძლო.
“სიტი” შეხვედრას დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო ედინ ჯეკოს და ფერნანდოს თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთი კოეფიციენტები:
20/09/14
ქპრ – სტოკ სიტი
1 X 2
2.80 3.05 2.80
ასტონ ვილა – არსენალი
1 X 2
4.20 3.50 1.90
ბარნლი – სანდერლენდი
1 X 2
2.60 3.20 2.90
ნიუკასლი – ჰალი
1 X 2
2.30 3.25 3.25
სუონსი – საუთჰემპტონი
1 X 2
2.60 3.25 2.80
ვესტ ჰემი – ლივერპული
1 X 2
4.30 3.65 1.88
21/09/14
ლესტერი – მანჩესტერი
1 X 2
5.15 3.75 1.70
ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი
1 X 2
1.55 4.00 6.45
ევერტონი – კრისტალ პალასი
1 X 2
1.45 4.40 7.50
მანჩესტერ სიტი – ჩელსი
1 X 2
2.50 3.30 3.00