ვან გაალი: “პრივილეგია მხოლოდ რუნის აქვს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის მოთამაშეთაგან არავის არ აქვს ადგილი გარანტირებული სასტარტო შემადგენლობაში, გამონაკლისი მხოლოდ კაპიტანია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოჩენილმა ფეხბურთელებმა კლუბში კონკურენცია მაღალ დონეზე აიყვანეს – ამიერიდან თითოეულ ფეხბურთელს ძირითადისთვის ორმაგი ბრძოლა მოუწევს.
“არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელს ადგილი გარანტირებული აქვს. მხოლოდ კაპიტანი სარგებლობს პრივილეგიებით. სხვა მოთამაშეებს არავითარი პრივილეგიები არ გააჩნიათ. ეს თითოეულმა ფეხბურთელმა იცის და ამის ნახვა გუნდის ჩემეული მმართველობის ხილვით შეგიძლიათ – ჩემმა კაპიტანმა და მეკარემ ყოველთვის უნდა ითამაშონ.”
პრემიერ-ლიგის უკანასკნელ შეხვედრაში ლუი ვან გაალმა 3-5-2 ტაქტიკაზე უარი განაცხადა და 4-2-2 ტაქტიკაზე გადაერთო, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გახლავთ, რამეთუ ახალწვეულები უფრო ფართო არჩევანსაც ტოვებენ.
“სეზონი არსებული ფეხბურთელების ხარისხის გამო სხვა სქემით დავიწყე. ახლა შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და მათ ხარისხს უნდა დავაკვირდეთ, რათა ჩვენი ფილოსოფია მოვარგოთ. სქემის შეცვლა ჯერ კიდევ შეიძლება, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/