დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დრის ყველაზე საინტერესო სატრნასფერო ამბებს.
არსენალს რაბიო კვლავ სურს
ლონდონის “არსენალი” “პსჟ”-დან რაბიოს გადაბირებას კვლავ ცდილობს. ინგლისური პრესის ცნობით “მეთოფეები” ტრანსფერის განხორციელებას ზამთარში აპირებენ. “არსენალის” გარდა ფეხბურთელისადმი ინტერესს “რომა”, “იუვენტუსი” და “მილანი” იჩენენ.
ამბროზინი ინდოეთში მიდის
გამოცდილი იტალიელი ნახევარმცველი მასიმო ამბროზინი კარიერას ინდოეთში გააგრძელებს. 37 წლის ფეხბურთელმა ზაფხულში “ფიორენტინა” დატოვა. ამბროზინის ახალი კლუბის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
არბელოა არსენალში?
ინგლისური პრესის ცნობით “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ზამთარში “რეალიდან” ალვარო არბელოას გადაბირებას აპირებს. გამოცდილი მოთამაშე მადრიდულ კლუბში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და გუნდის გამოცვლის სურვილს თავადაც ადასტურებს.
კონოპლიანკა: ინტერი თუ ლივერპული?
“დნიპროს” ლიდერის გადასაბირებლად მილანის “ინტერი” და “ლივერპული” იბრძვიან. ევროპული პრესის ცნობით, ამჟამად უპირატესობას “ინტერი” ფლობს.
სტროოტმანი – მანჩესტერის პრიორიტეტი
“რომას” ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი “მანჩესტერის” პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზნად რჩება. რომაელებს მოთამაშეში 46 მილიონი გირვანქის აღება სურთ, თუმცა ინგლისური მხარე ამ ეტაპზე მხოლოდ 25-ს იხდის.