მასიმილიანო ალეგრი: “გამარჯვება “მილანთან” – ეს არ იყო შურისძიება”
“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შეაფასა ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი, სადაც მისმა გუნდმა “როსონერის” სძლია 0-1.
“ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი მატჩი. “მილანი” თავს იცავდა, ჩვენ შევქმენით რამოდენიმე მომენტი რათა ანგარიში გაგვეხსნა, რამდენიმეჯერაც გავრისკეთ რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს”
“დროთა განმავლობაში ჩვენ მოუმატებთ. კიდევ ბევრია სამუშაო, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი მოთამაშეები აკონტროლებდნენ მთლიანად მატჩს სანამ გოლს გავიტანდით. გუნდმა თავიდან ავიცილა შესაძლო რისკები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”
“მილანში” სამ წელიწადნახევარი გავატარე, დღეს დიდმა ემოციებმა შემიბყრო, გავიხსენე ის დაუვიწყარი მომენტები რაც ამ გუნდთან მაკავშირებს…”
“დღევანდელი გამარჯვება არ იყო შურისძიება. ახლა მე “იუვენტუსის” მწვრთნელი ვარ. “მილანში” ყოფნისას “იუვენტუსთან” ბრძოლაში წავაგე სკუდეტო, მიუხედავად ამისა, გუნდის ხელმძღვანელობამ ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაყიდეს, რამაც გუნდის დასუსტება გამოიწვია”
“მილანში” ჩემი გადასვლა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში, მე ვამაყობ ამით. მაგრამ ახლა “იუვენტუსში” ვარ და ორიენტირებული ვარ ამ გუნდის გამარჯვებაში. ვფიქრობ რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა “მილანისა” და “იუვენტუსის” გაწვრთნაზე” – განცხადა მასიმილიანო ალეგრიმ