ტრილოგია – “ნუ შეეხებით ზლატანს”
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრაორდინალური ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ხშირად ეს კარგი თამაშის გამო ან მისთვის დამახასიათებელი ეფექტური გოლებით ხდებოდა, თუმცა ზლატანი კონფლიქტურ სიტუაციებშიც არანაკლები სიხშირით ხვდებოდა.
ყველაფერი ჯერ კიდევ “აიაქსში” თამაშის დროს დაიწყო. თუმცა, მაშინ “მსხვერპლი” თავად შვედი ფორვარდი გახდა. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ, მაგრამ ზლატანს იმ შეხვედრაშ ჯენარო გატუზო დაუპირისპირდა…
კარიერის პარიზულ პერიოდში ზლატანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონფლიქტი მავუბასთან მოუვიდა. იმ შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩს პროვოკაციამ ნამდვილად კარგად “იმუშავა”.
იბრაჰიმოვიჩის უკანასკნელი უხეშობა 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის “აიაქსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში დაფიქსირდა.